ალავერდის მონასტერში გუმბათზე მოსაწყობი ხარაჩოების შეტანა დაიწყო
ალავერდის მონასტერში გუმბათზე მოსაწყობი ხარაჩოების შეტანა დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპერტებმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსი იმავე დღეს დაათვალიერეს, ხარაჩოს მოსაწყობად საჭირო მონაცემები შეაგროვეს და უკვე დაიწყო ხარაჩოს მონტაჟისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
ადგილობრივი ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, უმოკლეს ვადაში ტაძრის ფასადზე მოეწყოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას.