როგორ ეხმაურება საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საერთაშორისო მედია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ თამაშს პორტუგალიის ნაკრებთან საერთაშორისო მედია ეხმაურება.
The New York Times: „საქართველო – 2, პორტუგალია – 0 – ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია!
BBC: „მარტში თბილისის ქუჩები მსვლელობის ცენტრად იქცა, როდესაც ქართველები თავის დიდ გამარჯვებას და ევროზე პირველად გასვლას აღნიშნავდნენ, ახლა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიეს წინ და ევრო 2024-ის ნოკაუტ ეტაპზე გავიდნენ.
საქართველომ ევრო 2024-ზე გამარჯვებით ისტორია დაწერა და პირველ მსხვილ სატურნირო ეტაპს მიაღწია.
საქართველოს ახალგაზრდებისთვის ეს ბრწყინვალე ღამე იყო!“
CNN: “გელზენკირხენში ისეთი ღრიალი გაისმა, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა, ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე საქართველოს ისტორიაში.
ევრო 2024-ზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა, საქართველომ დაამტკიცა, რომ ტურნირის მიმდინარეობისას მხოლოდ მინიმალური მარცხი იყო – ისინი ძალიან ძნელად დამარცხდნენ თურქეთთან და ფრე დაამთავრეს ჩეხეთთან.
მსოფლიოს ქვეყნებს შორის 74-ე ადგილზე მყოფი ქვეყანა 4 მილიონზე ნაკლები მოსახლით – ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში.
ქვეყნის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ასპარეზობისას, საქართველომ შეძლო და ევრო 2024-ზე გულშემატკივრების გულები დაიპყრო თავისი მაღალი ინტენსივობის ფეხბურთითა და უშიშრობით.“
The Guardian: „ეს იყო ღამე, როდესაც საქართველო მერვედფინალში გავიდა: მთავარ ტურნირზე პირველი გამოსვლით და პორტუგალიასთან ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით.
ეს ღამე დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ ისტორიის სანახავად იყვნენ მოსულები“.