„ამღერებული მუზეუმი“ – ანსამბლ „დიდგორის” ფოლკლორული კონცერტი გაიმართება

29 ივნისი 17:00 საათზე, გ. ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ – ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლ „დიდგორის” ფოლკლორული კონცერტი  „ამღერებული მუზეუმი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 19 მაისიდან, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, თვითმოქმედ ანსამბლ „დიდგორს“ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.
პროექტი „ამღერებული მუზეუმი“, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანსამბლ „დიდგორის“ ინიციატივით, 2023 წელს შეიქმნა. რამდენიმე თვის მანძილზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში რვა ფოლკლორული კონცერტი ანშლაგით ჩატარდა და ქართულ სიმღერის ოთხი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და მუზეუმში მოიზიდა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მსმენელი.
კონცერტზე დასწრება შესაძლებელია მუზეუმის ბილეთით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები