გიორგი ლეონიძის შვილიშვილი – ცნობილი მეცნიერი გიორგი ქავთარაძე გარდაიცვალა
79 წლის ასაკში გარდაიცვალა გიორგი ლეონიძის შვილიშვილი (პოეტის უფროსი ქალიშვილის, ნესტანის შვილი), მეცნიერი გიორგი ქავთარაძე.
საგარეჯოს ა(ა) იპ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექცია და ადმინისტრაციული პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიორგი ლეონიძის შვილიშვილის, ბრწყინვალე მეცნიერის, არქეოლოგის და ისტორიკოსის, გიორგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო.
უსამძიმრებს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.