ბელგოროდში დრონებით თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა
ბელგოროდში დრონებით თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
„დილით ცნობილი გახდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხანდაზმული ქალი საკუთარ სახლში პირდაპირი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
ინფორმაციისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით ბელგოროდზე დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა.