ერთიანობის დეკლარაცია პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზეც უნდა შეთანხმდეს – ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის დეკლარაციას  ხელი მოაწერა.

ე.წ. ერთიანობის დეკლარაციის მიხედვით, მათ შორის, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე.

თუმცა, საკითხზე – იქნება თუ არა ეს კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად მათი მხარდაჭერისა ზურაბიშვილის მიმართ, ამ თემაზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

როგორც ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი შეთანხმდნენ, ერთიანი ძალისხმევით დაუპირისპირდნენ “ქართულ ოცნებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები