“პოზიტივები იქნება თუ პრობლემები, არის განსახილველი იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც გაგვაჩნია” – გიორგი ვოლსკი

“ეს არ არის მხოლოდ ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი ვითარებაში, რომელიც რეგიონშია შექმნილი, თუნდაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციის ბოიკოტს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება.

როგორც მმართველ გუნდში აღნიშნავენ, ეს არის საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ.

“პოზიტივები იქნება თუ პრობლემები, არის განსახილველი იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც გაგვაჩნია. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა.

ამ განხილვებიდან თავის დაძვრენა იმას ნიშნავს, რომ შენ არა ბოიკოტს, არამედ საბოტაჟს ეწევი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები