„თავზეხელაღებულები“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

25 ივნისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძის წიგნის –  „თავზეხელაღებულების“ წარდგენა გაიმართება.
როგორც სოციალურ ქსელში მანანა დუმბაძე წერს, ეს არის გარდაცვლილი მეუღლის – ვადიკას და მისი ერთობლივი წიგნი.
„წიგნი არის სათავგადასავლო – მალოვიჩკო-ციციშვილი-დგებუაძეების ოჯახური საგა (ავტორი ვ.მალოვიჩკო-დგებუაძე) და ვადიკას ცხოვრების ამსახველი მცირე დოკუმენტური პროზა (ავტორი მ.დუმბაძე). გეპატიჟებით ყველას“, – წერს მანანა დუმბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები