ლურსმული კალიგრაფიის კურსის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
27 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ლურსმული კალიგრაფიის კურსის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კურსის ფარგლებში შექმნილი თიხის ფირფიტები შუმერული, აქადური და ურარტული ტექსტებით; მათ შორის, გილგამეშის ეპოსისა და ხამურაბის კანონების ფრაგმენტები.
გამოფენაში მონაწილეობენ: თამარ კვარაცხელია, ანა მჭედლიძე, ბაგრატ ჭყონია, ხატია ხაჩიძე, ლელა შიუკაშვილი, ნესტან ბაგაური, ნატო ნიკოლაშვილი.
მის.: არჩილ ჯორჯაძის 5ა.