ჩარგალში ფშავის ფოლკლორული ანსამბლის – „ლაშარელას“ ალბომის წარდგენა გაიმართა
ჩარგალში ფშავის ფოლკლორული ანსამბლის – „ლაშარელას“ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ანსამბლი „ლაშარელა“ 2023 წელს ანსამბლ „ლაშარის“ ბაზაზე შეიქმნა.
უხუცესი წევრი 87 წლისაა, ყველაზე უმცროსი 15-ის.
„ლაშარელა“ ფშაური სიმღერის მემატიანეა. დღეისათვის ის ერთადერთია, რომელმაც შეინარჩუნა ფშაური მღერის ტრადიცია, შესრულების წესი და მანერა.
საჩქარო იყო უხუცესების, უკანასკნელი კორიფეების ხმების დაფიქსირება-გადარჩენა, ამ მიზნით მოხდა ფშაური სიმღერების აუდიო და ვიდეოჩანაწერების პირველი ალბომის მომზადება და გამოცემა.
ვფიქრობთ, ალბომი ისტორიული ღირებულებისაა, იგი ხელს შეუწყობს ფშაურად მღერის ცოცხალი ტრადიციის აღდგენა-გაცოცხლებასა და ყოფაში დაბრუნებას.
პროექტის მხარდამჭერია კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, დუშეთის მუნიციპალიტეტი და ფონდი „ქართული გალობა“.