ანალენა ბერბოკი: ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომის რისკი ყოველდღიურად იზრდება

Co-leader of Germany's The Greens (Die Gruenen) party and top candidate for the upcoming national election Annalena Baerbock speaks to the media after the online party congress of Germany's Alliance 90 / The Greens in Berlin on June 13, 2021. (Photo by AXEL SCHMIDT / POOL / AFP)

გერმანია უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვარზე ძალადობისა და ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის მზარდი რისკის გამო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ჩრდილოეთ საზღვარზე ძალადობის გაზრდით. ხვალ, ზუსტად ამ მიზეზით, ისევ ბეირუთს ვესტუმრები.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმ გადაწყვეტილებების პოვნაზე, რომელიც აგვარიდებს მეტ ტანჯვას. უნებლიე ესკალაციისა და სრულმასშტაბური ომის რისკი ყოველდღიურად იზრდება“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ამასთან, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ღაზაში არსებულმა სიტუაციამ ხალხის აღშფოთება და გაბრაზება გამოიწვია.

„როგორც ისრაელის მეგობარი, მინდა, ვიყო გულწრფელი: ეს ბრაზი არ ეხმარება ისრაელს უსაფრთხოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. პირიქით, ეს ეხმარება „ჰამასის“ სწრაფვას, რომ მოახდინოს შემდგომი ესკალაციის პროვოცირება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები