გია აბაშიძე: რადიკალურ ოპოზიციას და მის საგარეო მფარველებს არ და ვერ ექნებათ ამ ხელისუფლების „რუსულობის“ დამადასტურებელი ფაქტები და ვერც ელექტორატის უმრავლესობა შეიყვანეს შეცდომაში

წლებია ძალიან ალოგიკური და სასაცილოა რადიკალური ოპოზიციისა და მისი საგარეო მფარველების მხრიდან „ქართული ოცნების“ ვითომ კრიტიკა, რომ ე.წ. რუსულ საქმეს აკეთებს. გაიადვილონ უაზრო მცდელობები და მმართველი პარტიის ასიათასობით ამომრჩეველიც „რუსულად“ შერაცხონ, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბოლო დროს, რაც საქართველოს დამოუკიდებელ განცხადებებს შეეხება, ყველაფერს რუსულს ეძახიან.

ანალიტიკოსის განცხადებით, დაძველდა და გაიცვითა აღნიშნული „მესიჯბოქსი“, რადგან ხელისუფლების რუსულობის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს და ვერც ელექტორატის უმრავლესობა შეიყვანეს შეცდომაში, შესაბამისად, ეს გზავნილი რევანშისტებისთვის არაეფექტურია.

„წლებია ძალიან ალოგიკური და სასაცილოა რადიკალური ოპოზიციისა და მისი საგარეო მფარველების მხრიდან „ქართული ოცნების“ ვითომ კრიტიკა, რომ ე.წ. რუსულ საქმეს აკეთებს. გაიადვილონ უაზრო მცდელობები და მმართველი პარტიის ასიათასობით ამომრჩეველიც „რუსულად“ შერაცხონ. ციფრები ცესკოს ელექტრონულ არქივშია.

ძალიან დაძველდა უწინარესად, მათთვის ეს გაცვეთილი „მესიჯბოქს-ფირფიტა“, რადგან არც და ვერც ექნებათ ამ ხელისუფლების „რუსულობის“ დამადასტურებელი ფაქტები და ვერც ელექტორატის უმრავლესობა შეიყვანეს შეცდომაში. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ და რამდენჯერ გაიმეორებს მსგავს სისულელეს შინ და გარეთ. გზავნილი აბსოლუტურად არაეფექტურია რევანშისტებისთვის.

ამ შეუჩერებელი, მდარე ხარისხის ნაცპროპაგანდის ფონზე, ხალხის მიერ არაერთგზის არჩეულ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს საზოგადოება, ოპონენტების ჩათვლით, გეგმაზომიერად და რაც მთავარია, ღირსებით მიჰყავს ევროპული ოჯახისკენ“, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები