გალფი” საწვავზე ფასებს ამცირებს
გალფი” საწვავზე ფასებს 5-6 თეთრით ამცირებს. კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან “გალფის” ქსელში საწვავზე ფასები 5-6 თეთრით შემცირდება. მათივე განმარტებით, კომპანიის პროდუქტებზე ფასების შემცირება საერთაშორისო ბაზარზე “პლაც”-ზე ფასის კლებამ განაპირობა.
“კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და ამიტომ “გალფის” ქსელში ევრო 5-ის სტანდარტის პროდუქტებს უახლოეს პერიოდში კიდე ერთი ახალი საწვავი, G-Force ევრო დიზელი დაემატება”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.