თეა წულუკიანი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში „უხერხემლოს“ ჩვენებას დაესწრო

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში რეჟისორ იოანე (ვანო) ხუციშვილის სპექტაკლის – „უხერხემლო“ ჩვენება გაიმართა. სპექტაკლს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლი ფსიქოლოგიური დრამის ჟანრს მიეკუთვნება. მასში მოთხრობილია მშობელთა განცდები, მშობლად ყოფნის უდიდესი პასუხისმგებლობა. მართა და მამია სოფლად დარჩენილი მშობლები არიან, რომელთა მოგონებებსა და დანაშაულის გრძნობას სახლიდან გაქცეული ერთადერთი შვილის სიკვდილი აღვიძებს. ამ დროს მთელი ძალით იწყებს ყვირილს შეგრძნება, რომ მათ მისი მხარდაჭერის ნაცვლად საზოგადოების ხმას აუწყეს ფეხი. ისინი არავის ადანაშაულებენ საკუთარი თავების გარდა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოანე (ვანო) ხუციშვილი, პიესის ავტორი – ალექს ჩიღვინაძე, მხატვარი – გიორგი გორგიაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, გივი ბალანჩივაძე, გიორგი ჯიქია და გიორგი ჩაჩანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები