ირაკლი კობახიძე: შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში, ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარშემო

შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციების წარმოჩენის კუთხით.

„შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე. და ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები