სამხრეთ კორეის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავენ
სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სეულმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაგმო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერებმა მოაწერეს ხელი.
„მთავრობა მკაფიოდ ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხმარება ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებაში, არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა და ექვემდებარება მონიტორინგს და სანქციებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
ამასთან, მათივე განმარტებით, ასეთი დარღვევა სეულის ურთიერთობას მოსკოვთან გააუარესებს.