“ოპოზიცია ეწინააღმდეგება იმ კანონის მიღებას, რომლის ლეგიტიმაციაც მიცემულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან” – გივი მიქანაძე

“ოპოზიციამ საზოგადოებას აცნობა იმის თაობაზე, რომ ის წინააღმდეგია ამ კანონის მიღების და ეწინააღმდეგება იმ დაკვეთას, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან მომდინარეობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს სათანადოდ იქნება აღქმული და გაანალიზებული ჩვენი საზოგადოების მხრიდან და არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, ესეც გათვალისწინებული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია ეწინააღმდეგება იმ კანონის მიღებას, რომლის ლეგიტიმაციაც მიცემულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

ამის დადასტურება იყო ის მილიონიანი მსვლელობა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს გაიმართა”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები