ღუდუშაური – ვაშაძეზე: ეს ადამიანი არის აბსოლუტურად გალაქტიკაში გასული, მას არც პოლიტიკური ჩარჩოები აინტერესებს

“ბატონმა ვაშაძემ თუ ვინმეს მიაყენა შეურაცხყოფა, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ალუდა ღუდუშაური გიორგი ვაშაძის მიერ ირაკლი კობახიძის “აუტისტად” მოხსენიებას.

დეპუტატის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთქმელზე უფრო მეტი გაიგო ადამიანმა.

„კორექტურად და რბილად რომ ვთქვათ, ეს ადამიანი არის აბსოლუტურად გალაქტიკაში გასული, მას არც პოლიტიკური ჩარჩოები აინტერესებს. რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, ბატონი ვაშაძისნაირებისგან, მისი პარტიის ცალკეული წევრებისგან და ზოგადად, კოლექტიური “ნაცმოძრაობისგან”, მით მეტი ამორალურობის, მით მეტ დემაგოგიის და მით მეტი უსინდისობის მომსწრენი გავხდებით. ამას ჩვენ უნდა შევეგუოთ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები