“ჩინეთში ჩადიან ამერიკისა და ევროკავშირის ხელმძღვანელები; ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ჩინეთი აფინანსებს რუსეთს, რომელიც ოკუპანტია” – მაჭარაშვილი

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა გვინდა, მაგრამ თუ ამის საშუალებას არ მოგვცემს, ამის ძალა ნამდვილად არ გვექნება”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“როცა პირდაპირ ეთერში ქართულ საზოგადოებას ტყუილს ეუბნები, ამბობ, თურმე ჩინეთთან ურთიერთობები არასწორია მაშინ, როდესაც ამერიკა აღრმავებს ჩინეთთან ურთიერთობებს, ჩინეთში ჩადიან ამერიკისა და ევროკავშირის ხელმძღვანელები, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩინეთი აფინანსებს რუსეთს, რომელიც ოკუპანტია. ჩინეთი რუსეთს მაშინ არ აფინანსებს, როცა ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს ხვდება, ან ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩინეთში ჩადის და სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს? ამ დროს ჩინეთი რუსეთს არ აფინანსებს? ეს არის ორმაგი სტანდარტი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები