“ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა უთხრას, ემხრობა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს თუ პირიქით, ეწინააღმდეგება” – მიქანაძე

“ეს არის ის დაკვეთა და ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან მოდის, რომელიც არამც და არამც ადამიანის უფლებების სტანდარტს არ ლახავს”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ საუბრისას განაცხადა.

“განსაკუთრებით, ეს ეხება არასრულწლოვნებს, რომელთა აღზრდა-განვითარების პროცესში მსგავსი იდეების გაჟღერება და პროპაგანდისტული მოქმედებები შეიძლება, იყოს გარკვეული რისკების შემცველი მათი შემდგომი ცხოვრებისეული ფასეულობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ოპოზიციას აქვს ურთულესი პოზიცია და მდგომარეობა, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ. მათ საზოგადოებას უნდა უთხრან, ემხრობიან ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს თუ პირიქით, ეწინააღმდეგებიან”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები