“რომის პაპის და სხვა მსოფლიო ლიდერების განცხადებები უზრუნველყოფს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” – მაჭარაშვილი
“რომის პაპის და სხვა მსოფლიო ლიდერების განცხადებები უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“რომის პაპი რომ იტყვის, ქალი ქალია და კაცი კაცია და საჭიროა, იდენტობა იყოს დაცული ქვეყნებშიო, ამაზე მეტი მაგალითი რა არის მოსაყვანი.
საქართველოში ჩვენ ვნახეთ, რომ, მაგალითად, ვითომ პოლიტიკურ აქციაზე “თბილისი პრაიდი” იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი – ის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და აღვივებს ბავშვებში, და არამხოლოდ ბავშვებში, ლგბტ პროპაგანდას.
საქართველოში ყველას უფლებები დაცულია, თუმცა, ვერავის მივცეთ საშუალებას, საქართველოს იდენტობის წინააღმდეგ, ლგბტ პროპაგანდა განახორციელოს”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.