“ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
“სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. როგორც ჩანს ასე ესმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.