პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იწყება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლების შეკითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი უპასუხებენ.
როგორც უმრავლესობაში აღნიშნავენ, შერჩევის მთავარი კრიტერიუმები მოსამართლეების კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა იქნება.