გიორგი ვაშაძე: ჩვენ დიდ ერთობას ჩამოვაყალიბებთ

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტიების ერთობის მომხრეები არიან.

მისი თქმით, ალტერნატიული ცენტრების შექმნა სარისკოა, რადგან ოპოზიციაში 2-3 ცენტრის შექმნის რესურსი არ არის.

„ჩვენ ვართ დიდი ერთობის მომხრე, თუმცა ის, რომ მხოლოდ ამით მიიღწევა გამარჯვება, ასე არ არის. მარტივი, გარანტირებული გამარჯვება მიიღწევა დიდ ერთიანობით, მე ამის მჯერა. ადამიანმა საქმე უნდა გაიმარტივო და არა გაირთულო.

რისკს ვხედავ იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ეს ალტერნატიული ცენტრები არ იქნება. ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ნამდვილად შევქმენით დიდი ცენტრს. ჩვენ დიდი ერთობის მომხრე ვართ, მაგრამ თუ ეს არ გამოვიდა, ჩვენ მაინც ყველაზე დიდ ერთობას ჩამოვაყალიბებთ. ვერ ვხედავ მეორე და მესამე ცენტრის ჩამოყალიბების რესურსს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები