“მოვიდნენ და უთხრან ქართველ ხალხს, მათი შვილები უნდა აღმოჩნდნენ თუ არა ლგბტ ზეგავლენის ქვეშ” – ღუდუშაური

“ჩვენ ხვალ გვაქვს საკომიტეტო მოსმენა. ყველას ვთავაზობთ, მოვიდნენ და საკუთარი არგუმენტი ღიად თქვან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“მოვიდნენ და უთხრან ქართველ ხალხს,  პირველ ყოვლისა, მათი შვილები უნდა აღმოჩნდნენ თუ არა დარტყმის ქვეშ ამ მავნე [ლგბტ] ზეგავლენისა. ეს დადასტურებულია მეცნიერული კვლევებით. სხვა შემთხვევაში, ოპონირების რეჟიმში ვიწვევთ ყველას. მობრძანდნენ, გავხსნათ დისკუსია და წარმოადგინონ არგუმენტები”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები