ისრაელის გენერლებმა ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ისრაელის გენერლებმა ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ საზღვართან საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე, ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში, ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ორი გორდინმა და გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა, ოდედ ბასიუკმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

„ჩვენ „ჰეზბოლასა“ და ლიბანთან დაკავშირებით წესების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოს ვართ. ომის მიმდინარეობისას „ჰეზბოლა“ განადგურდება, ლიბანი ძალიან დაზარალდება და ჩვენ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას აღვადგენთ“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

ამასთან, გენერლებმა ადგილზე მყოფი სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის დაჩქარების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები