შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი რომან ბ. მარნეულში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩრეკისას, საბარგულიდან გადაჭრილი თოფი – ე.წ. „აბრეზი“, 3 საბრძოლო ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული „ეფ-1“-ის ტიპის 1 ხელყუმბარა და ქარხნული წესით დამზადებული 1 ამფეთქი ფალია ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7hXb6mWOKdo” width=”560″ height=”315″]