გია აბაშიძე იენს სტოლტენბერგზე: ზოგადად, ცალკეულ დასავლელ ლიდერებსა და დიპლომატებს ახასიათებთ, რომ ვადის ამოწურვამდე, რაღაც უნდა დააზიანონ პოლიტიკური თვალსაზრისით

ნატოს წარმავალმა გენმდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პეკინმა უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უპასუხა: ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ზოგადად, დასავლელ ლიდერებს ახასიათებთ, ვადის ამოწურვამდე პოლიტიკური თვალსაზრისით რაღაცის დაზიანება და სტოლტენბერგიც ასე მოიქცა. აბაშიძე აღნიშნავს, რომ ამის საპირისპიროდ, მარკ რიუტეს, რომელიც ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრია და ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე განიხილება, ჩინეთის ლიდერთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა.

“ნატოს წარმავალმა გენმდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პეკინმა უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უპასუხა: ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს.
ზოგადად, ცალკეულ დასავლელ ლიდერებსა და დიპლომატებს ახასიათებთ, რომ ვადის ამოწურვამდე, რაღაც უნდა დააზიანონ პოლიტიკური თვალსაზრისით.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ ხელმძღვანელად აქტიურად განიხილება ნიდერლანდების აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე.
მარტში, პეკინში სტუმრობისას, პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ჰოლანდიის მაშინდელ პრემიერ რიუტეს განუცხადა: ნიდერლანდები ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ნამდვილ კარიბჭედ იქცა. ჩინეთი მზადაა შეინარჩუნოს გაცვლა ნიდერლანდებთან სხვადასხვა დონეზე, დაიცვას კომუნიკაციები და დიალოგი და იძიოს ორმხრივი სარგებელი და მომგებიანი შედეგები”, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები