წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 6%-ით.
მათ შორის შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები 33%-ით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, დოლარის დეპოზიტების შემცირების ფონზე, მზარდია იურიდიული პირების ვადიანები დეპოზიტებიც.
ასევე კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 50%-ზე დაბალია.
დეპოზიტების არსებულ ტენდენციასთან ერთად, ძლიერია დაკრედიტების მაჩვენებელიც.
წინასწარი მონაცემებით, მაისში დაკრედიტების მაჩვენებელი 19%-ით გაზრდილია, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების დაკრედიტებაზე მოდის.
ამასთან, მზარდია ლარით დაკრედიტება – მაისის წინასწარი მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებელი 21%-ია.