“ყველამ კარგად იცის, ვინ არის „ლელო“, როგორი ურთიერთკავშირი აქვთ მათ „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილთან და ვინ არის გახარია” – მათიკაშვილი

“პოლიტიკური ამორალურობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია – ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს უნდა მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

“საზოგადოებას ტყუილებით შეცდომაში ვერავინ შეიყვანს, ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის „ლელო“, როგორი ურთიერთკავშირი აქვთ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან და ვინ არის გახარია, რომელიც ასევე ბოლო წლების განმავლობაში სიამოვნებით თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არა მხოლოდ იდეოლოგიურად, არამედ პრაქტიკულად საკრებულოებში და მათთან ერთად ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები