“ლგბტ პროპაგანდა მთელ მსოფლიოსა და საქართველოს დამოკლეს მახვილივით ადგას თავს” – მათიკაშვილი

“ყველგან, გამონაკლისის გარეშე, შეგვიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ მხოლოდ მყარი მხარდაჭერა აქვს ამ კანონპროექტებს, რამეთუ ლგბტ პროპაგანდა არის ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მთელს მსოფლიოსა და საქართველოს დამოკლეს მახვილივით ადგას თავს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ ვართ ვალდებული, ვიზრუნოთ ჩვენს რეალობასა და მომავალზე და შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდა იყოს აკრძალული.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მთელი საზოგადოების გასაგონად – ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვერევით არავის უფლებებში, პირიქით, ყველა ჯგუფის უფლებების დაცვა, იქნება ეს უმცირესობა თუ უმრავლესობა, არის გარანტირებული მოქმედი კონსტიტუციით”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები