ოდიშარია – ოპოზიციაზე: არ არიან იმდენად მამაცნი, თქვან, რომ დიახ, ისინი ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას

“თუ ლგბტ პროპაგანდის და მისი საშიშროების ვინმეს არ სჯერა, სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოს – პრაქტიკულად, უკვე ყოველი მეოთხე აღიარებს და იდენტიფიცირებას აკეთებს საკუთარი თავისას, როგორც ამ თემის წარმომადგენლის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.

“რატომ არ იღებს ოპოზიცია მონაწილეობას ამ განხილვებში? იმიტომ, რომ მათ აქვთ პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირების ეშინიათ. ისინი არ არიან იმდენად მამაცნი,  გამოვიდნენ და თქვან, რომ დიახ, ისინი ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას.

როგორც კი დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, მათ ალიყური მოხვდებათ თავიანთი პატრონებისგან, დონორებისგან   და მაშინვე გადაეკეტებათ მათ და მათთან აფილირებულ  „ენჯეოებს” ფინანსური წყაროები”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები