გივი მიქანაძე – ევროპარლამენტზე: ნაწილი იმ ოდიოზური ფიგურებისა, რომლებიც უსაფუძვლოდ ეწეოდნენ ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაციას, ვერ მოხვდნენ პარლამენტში

“ჩვენმა საზოგადოებამ რომ იცოდეს, ევროპარლამენტი არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას. ევროკომისია და ევროპული საბჭო არის ის სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უშუალოდ ევროკავშირის პოზიციას აფიქსირებენ”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ “დღის ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.

მიქანაძის თქმით, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორგანოა.

“ჩვენ ვნახეთ, რომ ნაწილი იმ ოდიოზური ფიგურებისა, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ, მიზანმიმართულად, რადიკალების მხარდასაჭერად ეწეოდა ხელისუფლების და, მასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციების დისკრედიტაციას, რადგან ეს ხელისუფლება  სწორედაც რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არის არჩეული, ისინი ვერ მოხვდნენ პარლამენტში. თუმცა, გარკვეული ჯგუფი მაინც მოხვდა.

ჩვენ ამავდროულად ვხედავთ, რომ ძალთა ბალანსი ვითომ შეიცვალა, მაგრამ შიგნით ეს პროცესები ცვალებადია”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები