რატი იონათამიშვილი – “ახალზე”: ამ აფიორის მიღმაც  ჩანს, როგორ არ იცნობენ საზოგადოებას

“როდესაც “ნაცობის” 20 წლის სტაჟი გაქვს, თან ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნის, მერე გინდა, საზოგადოებას მოატყუო, რომ ახალი ხარ?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ნიკა გვარამიას შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ეს არის პოლიტიკური აფიორა, რომელიც პირიქით, საბედისწერო შედეგამდე მიიყვანს მას, ვინც ასეთ ტყუილს იკადრებს.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, სინამდვილეში არანაირი “ახალი” არ არის. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” განშტოება, რომელიც შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.

ამ აფიორის მიღმაც ის ჩანს, თუ როგორ არ იცნობენ საზოგადოებას და როგორი წარმოდგენა აქვთ ხალხზე, რომ ჰგონიათ, ასეთი მდაბიო ტყუილებით რაიმე წარმატებას მიაღწევენ. ამიტომ, არავის უნდა გაუკვირდეს, როდესაც ამას კადრულობს ადამიანი და ჯგუფი, რომ საზოგადოება მათ შესაბამის განაჩენს გამოუტანს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები