“ეს საკითხი მართლა აპოლიტიკური იყო და  ბუნებრივი პროცესი გახლდათ, რომ ეს ადამიანები დაჯილდოებულიყვნენ” – ყაველაშვილი

“არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც შეუძლია მსგავსი ფაქტის ახსნა. ეს, ალბათ, მარტო სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მავნებლური გადაწყვეტილება მოფიქრებულიყო მის გონებაში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაზე საუბრისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც ღირსების ორდენზე პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია არასრული შემადგენლობით გამოქვეყნდა.

“ნებისმიერი ადამიანისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ეს საკითხი მართლა აპოლიტიკური იყო და მთელი ერი ხარობდა. მხოლოდ ბუნებრივი პროცესი იყო, რომ ეს ადამიანები დაჯილდოებულიყვნენ. ეს იყო ფედერაციის მიერ შექმნილი სია, რომელზეც ზურაბიშვილს ფორმალური გადაწყვეტილება უნდა მიეღო”, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები