დავით ქართველიშვილი-ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე “წინ” მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა,  ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები, მაგრამ უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ტურიზმის რეკორდულ მაჩვენებელზე საუბრობს.
ანალიტიკოსის თქმით, უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს – ადგილობრივ მავნებლებს და მათ საერთაშორისო მფარველებს საბოლოო მარცხს რომ მივაყენებთ, თანაც სულ ახლო მომავალში.
“ვერ მოახდინეს ორთვიანი ნაწვალები აქციებით და იმის ილუზიის ხელოვნური შექმნით, თითქოს ქვეყანაში შემოსვლა უსაფრთხო არ იქნებოდა – წლევანდელი ტურისტული სეზონის ჩაგდება. ჩვენს გარშემო, განსაკუთრებით ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე “წინ” მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. ამიტომაც გაივსო საქართველოს ქალაქები მრავალფეროვანი უცხოელებით. ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები. მაგრამ უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს – ადგილობრივ მავნებლებს და მათ საერთაშორისო მფარველებს საბოლოო მარცხს რომ მივაყენებთ, თანაც სულ ახლო მომავალში…”- წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები