მიქანაძე – გვარამიაზე: ეს ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ასოცირებული მხოლოდ და მხოლოდ ენმ-სთან
“მას არ მოსწონდა ის გადაწყვეტილებები და კონკრეტული ქმედებები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი წლების წინ ახორციელებდა. ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა პირდაპირ ეთერში ამ ადამიანს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.
“ფერისცვალება, რომელიც მან განიცადა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალა და ზურაბიშვილი გახდა “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივის განმახორციელებელი, ერთგვარი რუპორიც კი; ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა გვარამია, ნიკა მელიასთან ერთად, ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაემიჯნოს “ნაციონალურ მოძრაობას”. თუმცა, ვერანაირად ვერ გაემიჯნება იმიტომ, რომ ეს ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ასოცირებული მხოლოდ და მხოლოდ ენმ-სთან”, – აღნიშნა დეპუტატმა.