იონათამიშვილი – გვარამიაზე: როგორც უნდა ეცადოს “ნაცმოძრაობისგან” გამიჯვნას, ვერ გაემიჯნება, რადგან მისი ორგანული ნაწილი და სახეა
“გვარამიას პროექტი არის პოლიტიკური აფიორა. ჩვენ გვახსოვს, რა ეპითეტებით ამკობდა ის სალომე ზურაბიშვილს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.
“ახლა სალომე ზურაბიშვილის გულანთებული გულშემატკივარი გახდა? მეორე მხრივ, თითქოს ამბობს, რომ ემიჯნება “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს არანაირი “ახალი” არ არის. სინამდვილეში, ის საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ძველია, თავისი რეპრესიებით, თავისი ზონდერობით და ა.შ. შესაბამისად, ცხადია, როგორც უნდა ეცადოს “ნაციონალური მოძრაობისგან” გამიჯვნას, ვერ გაემიჯნება, რადგან მისი ორგანული ნაწილი და სახეა”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.