“ლელო” იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომი პარტია შეიძლება, იყოს” – ნათია მეზვრიშვილი

“არიან პარტიები, რომლებიც თავისი არსით, თავისი იდეოლოგიით, თავისი დნმ-ით არის აბსოლუტურად მიუღებელი. არიან პარტიები – მაგალითად, როგორიც არის “ლელო,“ რომელიც იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომი პარტია შეიძლება, იყოს”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.

“ჩვენთვის ქვეყნის ევროპული მომავლის თემა და ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების თემა არის ზეპარტიული. იქ, სადაც ასეთი ტიპის წინააღმდეგობები არ იქნება, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას,“ – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები