დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ ვირეშმაკობა მოიფიქრა, ამომრჩეველს მოვატყუოთ, არჩევნებზე ცალ-ცალკე გავიდეთ და კოალიცია არჩევნების შემდეგ შევქმნათო, როგორც იტყვიან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ოპოზიციური პარტიები კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ

“ოპოზიცია დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა, არჩევნებზე ერთიანი სიით თუ ცალ-ცალკე გასვლა.

უკვე ღიად საუბრობენ, თუ ერთიანი სიით გავალთ ყველა ნაცებთან გაგვაიგივებს და ხმებს დავკარგავთო, თუ ცალ-ცალკე გავალთ შესაძლოა ბარიერი ვერ გადავლახოთ და პარლამენტს მიღმა დავრჩეთო”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

“ოპოზიცია დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა, არჩევნებზე ერთიანი სიით თუ ცალ-ცალკე გასვლა.
უკვე ღიად საუბრობენ, თუ ერთიანი სიით გავალთ ყველა ნაცებთან გაგვაიგივებს და ხმებს დავკარგავთო, თუ ცალ-ცალკე გავალთ შესაძლოა ბარიერი ვერ გადავლახოთ და პარლამენტს მიღმა დავრჩეთო.
ოპოზიციამ ვირეშმაკობა მოიფიქრა, ამომრჩეველს მოვატყუოთ, არჩევნებზე ცალ-ცალკე გავიდეთ და კოალიცია არჩევნების შემდეგ შევქმნათო, ასეთ შემთხვევაში ხალხი ნაცებთან არ დაგვაკავშირებსო, ამის შესახებ ღიად საუბრობს გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები. როგორც იტყვიან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედი პარტიები კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ.
გვარამიას შემთხვევა გამორჩეულია, რეგიონებში ხალხს ატყუებს შემხედეთ ახალი ტყემალივით, ახალი ვარო…. ახალი ტყემალი რა არის? ძველ ხეზე გამოსხმული ნაყოფი, რომელიც ზუსტად იგივეა რაც წლების წინ იყო..
გვარამია ნაცებისგან დისტანცირებას ვერ შეძლებს, მისი მცდელობა პოლიტიკური საქმიანობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ ხალხის დაცინვაა”, – წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები