“მინდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს დიდი წარმატებები ვუსურვო; ეს ისტორიული ასპარეზობაა” – წულუკიანი

“მინდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს დიდი წარმატებები ვუსურვო. ეს ისტორიული ასპარეზობაა”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.

მინისტრის შეფასებით, ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ყველა თაობის ნატვრა იყო.

“ეს ნანატრი დღეც დადგა. ყველა ასაკის, ყველა თაობის ადამიანი, განურჩევლად წარმომავლობისა და სქესისა, სულ პატარებიდან დაწყებული, ჩვენი ხანდაზმულებით დამთავრებული, ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს და დარწმუნებულებიც კი ვართ, რომ ისინი არაერთხელ გაიმარჯვებენ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები