დღეის მდგომარეობით საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული

საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2024 წლის 1 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, უკვე ექსპორტირებულია 1.8 ათასი ტონა მოცვი, რომლის ღირებულებამ 11.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.4 ათასი ტონით (4.5-ჯერ), ხოლო ღირებულება – 8.7 მლნ აშშ დოლარით (4.2-ჯერ) გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები