იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლობაა” – გია ვოლსკი

“იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ისაუბრა.

ვოლსკის თქმით, ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და, მისი აზრით, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილი ამ კონსულტაციების შედეგები.

“2011 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილის მიერ არასდროს, არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რომ არ ჰქონოდეს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გუნდის წევრებთან. პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ამ საკითხებთან მიმართებით მე არ მგონია, რომ რაიმე ახალი შემოიტანოს დღევანდელობამ, რომ ერთმა კაცმა, თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა, გადაწყვიტოს, ვინ იქნება და ვინ არ იქნება სიაში”, – განმარტა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები