“ეს არის ერთი დიდი გაერთიანება, დავარქვით “კოლექტიური ნაცმოძრაობა” იმიტომ, რომ გარკვეულწილად ყველას, წარსულშიც და აწმყოშიც, აქვთ გარკვეული კავშირები ერთმანეთთან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ ისაუბრა.
“სამომავლოდ შეთავაზება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ იდეის, რომ კოალიციური ხელისუფლება არის უფრო მეტი პოზიტივის მომტანი, მმართველობაც უფრო სამართლიანია, არის ამოცანა, რომელიც პოლიტიკური ვაჭრობის საგანია”, – აღნიშნა ვოლსკიმ.