ოთარ კაკაბაძე: ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია

საქართველოს ნაკრების მცველის, ოთარ კაკაბაძის განცხადებით, ნაკრების ყველა წევრს გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში ელოდება გუნდს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

„ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია. გულშემატკივარიც მრავლად იქნება ჩამოსული, საქართველოდან, ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, შევეცდებით მაქსიმალური შედეგი დავდოთ“, – განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.

ინფორმაციისთვის, ვილი სანიოლის გუნდი სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები