ნიკოლოზ კახეთელიძე: „სამშენებლო მიმართულებები ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად, ჩვენც მხარი უნდა დავუჭიროთ განვითარებას“

„ჩვენი ოპონენტების მხრიდან სულ საუბარია იმაზე, რომ თბილისს არ უხდება მრავალსართულიანი შენობები, რადგან ეს არ არის ევროპული და დასავლური“, – თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, ოპოზიციონერმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, თუ როგორი შენობები დგას როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„სამწუხაროდ, თბილისში დღეს არ არის მაღალი კლასის შენობები, რომლებიც დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამიტომ მისასალმებელია ისეთი ტერიტორიის შერჩევა, სადაც შესაძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები და ოფისები აშენდეს. სამშენებლო მიმართულებები ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად, ჩვენც მხარი უნდა დავუჭიროთ განვითარებას. მე, როგორც სპეციალისტი, მხარს ვუჭერ მსგავსი ტიპის მშენებლობებს. ასეთ შენობებში ცხოვრება და მუშაობა უფრო კომფორტულია“,-განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები