Politico: შარლ მიშელი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევის მომხრე არ არის

გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევის მომხრე არ არის და ის სანაცვლოდ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს.

Politico-ს ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ხუთმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა განუცხადა, მათივე თქმით, ეს შარლ მიშელის კიდევ ერთი განწირული მცდელობაა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, შარლ მიშელი თავისი შემცვლელის დასახელებასაც ცდილობს და ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტად დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფედერიქსენს განიხილავს, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, ანტონიო კოსტას უჭერს მხარს.

შარლ მიშელის პრესსპიკერის, ეკატერინა კეისინჯის თქმით, გამოცემის ახალი ამბები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არის ყალბი ამბები და ტყუილი. პრეზიდენტმა ყველა ლიდერთან ინდივიდუალური კონსულტაციები გაიარა. პრეზიდენტს ამ ეტაპზე კონკრეტული სახელები არ უხსენებია“, – ამბობს ეკატერინა კეისინჯი.

აღსანიშნავია, რომ ფონ დერ ლეიენის გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები