„პარალელური საქართველოს ქრონიკები და ნარატივები“ – კრებულის წარდგენა გაიმართება

12 ივნისს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება მარინა ლომოურის და ირაკლი ლომოურის მოთხრობების კრებულის – „პარალელური საქართველოს ქრონიკები და ნარატივები“ – პრეზენტაცია.
წიგნში შესული მოთხრობები და-ძმა ლომოურებს ერთად არ დაუწერიათ, არამედ – ცალ-ცალკე, მაგრამ მათ მსგავსი განწყობა აერთიანებს, რამაც მარინას გაუჩინა იდეა, ერთად გამოეცათ – ორი წიგნი ერთში, საერთო სათაურით.
„აშკარად ერთი ჟანრის ტექსტებია (მებიუსის ლენტივით, რომელსაც თითქოს ორი მხარე აქვს, არადა, სინამდვილეში, ერთი სიბრტყეა). პირობითად შეიძლება ითქვას, რომ ესაა სოციალურ-ირონიულ-აბსურდული ფანტასტიკა. სიურეალიზმი. ანდა – საქართველოს ალტერნატიული ისტორიის ეპიზოდები.
მარინას მოთხრობები პირველად ქვეყნდება. ირაკლის მოთხრობების უმეტესობა თავის დროზე უკვე დაიბეჭდა პერიოდიკაში. პირველად ქვეყნდება ხსენეულ კრებულში შესული ბოლო ორი მოთხრობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მის: გია ჭანტურიას ქ. #8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები