“მოსახლეობის 90% არის მომხრე, რომ ლგბტ პროპაგანდის მიმართ სახელმწიფო იყოს ადეკვატური” – მათიკაშვილი
“როდესაც ოპოზიცია არ შემოდის ფსევდოლიბერალური ღირებულებების მიმართ არსებული საკანონმდებლო სივრცის განხილვაში, რაც გულისხმობს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვისთვის არსებულ ნორმატიულ ბაზას, ამით ისინი, პირდაპირ, მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
“საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი – 90% არის მომხრე იმისა, რომ ის ლგბტ პროპაგანდა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობს, მის მიმართ სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.