სალომე ზურაბიშვილი: არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული

არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვისაც ვხვდები, მომავალ დღეებშიც მექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მე ვეუბნები, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა. დღეს ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ეს არ არის ის მომენტი, როცა უნდა დაისაჯოს ევროპელებისა თუ ამერიკელებისგან. მე როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ინდივიდუალურ სანქციებზე არასოდეს ვსაუბრობ, ეს არ არის ჩემი როლი. არც სანქციების ეფექტურობაზე არ შეიძლება ვისაუბრო“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები